გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ა. წერეთლის ,,ბაში-აჩუკის’’ მიხედვით გადაღებული ლეონარდ ესაკიას ფილმი და მოთხრობა,,ბაში-აჩუკი”
|
სწავლების საფეხურები
|
VIII
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 7მოსწავლე; სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მოსწავლე კლასში არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები განივითარებენ ანალიზისა და შეფასების უნარს, შეძლებენ ფილმისა და მხატვრული ტექსტის შედარება-შეპირისპირებას, მსჯელობის ტიპის ტექსტის შექმნას.
|
გაკვეთილის მიზნები
| ქართ. VIII. 5.ქართ. VIII. 6.ქართ. VIII. 7. |
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები იცნობენ ა.წერეთლის მოთხრობას ,,ბაში-აჩუკი’’.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობაზე. განმავითარებელი შეფასება.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი,პროექტორი,CD
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
გაკვეთილის A ფაზა– გამოწვევა.
მასწავლებელი სახელმძღვანელოში მოცემული კითხვების საშუალებით შეაჯამებს ა.წერეთლის მოთხრობას,,ბაში-აჩუკი” კიდევ ერთხელ გაამახვილებინებს ყურადღებას მწერლის სათქმელზე. (5წუთი)
გაკვეთილის B ფაზა–ცოდნის კონსტრუირება.
მასწავლებელი ამცნობს მოსწავლეებს, რომ ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ფილმი, რომელსაც ახლა ერთად ნახავენ.ფილმის დაწყებამდე მასწავლებელი კლასს აძლევს ინსტრუქციას: ყურადღებით უყურონ ფილმს, რათა შემდგომ იმსჯელონ, რამდენად მოახერხა რეჟისორმა კინოს ენის საშუალებით გადმოეცა მწერლის სათქმელი. 30 (წუთი)მასწავლებელი აკეთებს სქემას და მოსწავლეებს აწერინებს მნიშვნელოვან ასპექტებს.
3) ფილმის დასრულების შემდეგ მასწავლებელი დაინტერესდება ფილმით მიღებული შთაბეჭდილების შესახებ.შემდგომ კლასს უსვამს კითხვებს:
1)როგორ იწყება ფილმი? ემთხვევა თუ არა ტექსტისა და ფილმის დასაწყისი ერთმანეთს?
2) დააკვირდით, რა დეტალებია ფილმში გამოყენებული?
3)როგორ ფიქრობთ,ფილმმა ზუსტად გაიმეორა მხატვრული ტექსტი, თუ რეჟისორმა განსხვავებული დეტალებით საკუთარი სათქმელიც გამოხატა?
4)მასწავლებელი დეტალებზე დააკვირვებს მოსწავლეებს, კლასი შეეცდება იპოვოს მსგავსი ან განსხვავებული დეტალები ტექსტსა და ფილმს შორის(სასურველია მასწავლებელმა საჭირო მომენტები თავიდან აჩვენოს მოსწავლეებს, რათა ადეკვატური პასუხები მიიღოს, ასევე განუვითაროს მათ ფილმის და დეტალებზე დაკვირვების უნარი).
გაკვეთილის C ფაზა– გაკვეთილის შეჯამება
|
შეფასების კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
იშვიათად
|
არასოდეს
|
მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება, გაანალიზება და მსჯელობა კონკრეტულ საკითხზე.
|
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება, გაანალიზება და მსჯელობა კონკრეტულ საკითხზე.
|
მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება, მსჯელობა და გაანალიზება.
|
მოსწავლე ვერ ახერხებს მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრებას. ტექსტზე მსჯელობასა და მის გაანალიზებას.
|
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება მისი შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
|
მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია ტექსტის გაანალიზება კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
|
მოსწავლე ვერ ახერხებს ტექსტის გაანალიზებას კონკრეტულ მიზანთან და აუდიტორიასთან.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий